|
2018-03-23 11:07:29, 1584 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი ექსპერტები - პირდაპირი დიალოგით ცხინვალისა და სოხუმის დე-ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება
ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი დიალოგით ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის დე-ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება. როგორც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია და როგორც წესი, ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს. ჯონ ჰერბსტს მიაჩნია, რომ საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. “ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს... საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას”, - უთხრა “ამერიკის ხმას” ჯონ ჰერბსტმა. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან “ხალხთაშორისი არაოფიციალური” ურთეირთობა უნდა გააღრმაოს. “აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზეით, ეს შესაძლებელია”, - განუცხადა იალოვიცმა “ამერიკის ხმას.” ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის თქმით, თავიდანვე გასაგები იყო, რომ რუსებს მხოლოდ ის სურდათ, შეენარჩუნებინათ პროცესი, რომელიც არაფერს მოიტანდა. “მიმაჩნია რა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია. არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების მანიპულირებას აგრძელებს”, - განუცხადა „ამერიკის ხმას“ უილსონმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)