04:53 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 12:57:32, 1637 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო.

სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა EU4Business-ის მნიშვნელობაზე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამა EU4Business-ს ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. „2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა  სტიმული იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი სერიოზული სტიმულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ექსპორტის დივერიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე აღნიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics