|
2018-03-22 11:08:08, 1701 ნახვა
ეკონომიკა
პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კონფერენციაზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების თემაზე მოხსენებით წარდგა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „მიწა და სიღარიბე" – 2018: მიწის მმართველობა ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში" მიიღო მონაწილეობა. იგი მოხსენებით „ბლოკჩეინი - საქართველოს გამოცდილების მეორე ფაზა - გონიერი კონტრაქტები" თემატურ პანელზე „ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირებაში - გამოყენების მაგალითები" წარდგა. პაპუნა უგრეხელიძემ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა და 2017 წლის 20 თებერვლიდან დღემდე სისტემაში უკვე მილიონამდე ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. „ბლოკჩეინ ტექნოლოგია საჯარო რეესტრის მუშაობის ერთგვარი აუდიტორი გახდა. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის", – აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ამჟამად უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში გონიერი კონტრაქტების, ე.წ. სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის დანერგვა მხარეებს საშუალებას მისცემს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში განახორციელონ და ქონება ელექტრონულად, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, დაცულად დაირეგისტრირონ. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიისწრაფვის საკუთრების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებისკენ, გონიერი კონტრაქტების დანერგვით. ქონების რეგისტრაციის შემდეგ საჯარო რეესტრი არ არის ჩართული მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთობაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამომავლოდ გეგმავს საკუთრების რეგისტრაციის ტრანზაქციების გონიერი კონტრაქტების სისტემის კიდევ უფრო გამარტივებას. პროექტის ახალი ფაზა გულისხმობს მოქალაქეების ონლაინ აუთენთიფიკაციას, რათა მოხდეს საკუთრების ყიდვა ან გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად", - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. მან კონფერენციის მონაწილეებს „გონიერი კონტრაქტების" თემაზე მომზადებული ვიდეორგოლიც წარუდგინა.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)