07:19 - 04 Oct, 2026
|
2018-03-21 00:28:49, 2212 ნახვა
საზოგადოება
ხოჯევანიშვილი: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ტატუნაშვილის გადმოსვენება მომხდარიყო
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება", - ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცხედარს ექპერტიზა თბილისში ჩაუტარდება. "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ამ ყველასთვის საზარელი ფაქტის გარშემო. გამოძიების ფარგლებში, მოხდება არჩილ ტატუნაშვილის სხეულის ექსპერტიზა, რის შემდგომაც, რამდენიმე საათში, მოხდება მისი გადასვენება თავის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა", - განაცხადა შს უწყების წარმომადგენელმა.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)