|
2018-03-20 20:32:54, 1635 ნახვა
საზოგადოება
კონსული: ქუვეითში დაკავებული ქართველების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება არ დასტურდება
საქართველოს კონსულმა ქუვეითში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების პირობები დამაკმაყოფილებელია. "ჯანმრთელობის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების პირობები დამაკმაყოფილებელია და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. დაკავებულებს არ მოუთხოვიათ ექიმის ვიზიტი, უზრუნველყოფილი არიან საკვებითა და წყლით. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ქურდობაში", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. ცნობისთის, ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ოჯახთან დაკავშირება მოახერხა, აცხადებს, რომ არაადამიანურად ეპყრობიან, სცემენ და მათ უფლებებს არღვევენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)