|
2018-03-20 18:12:04, 1415 ნახვა
საზოგადოება
„სტერეო +“ კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შპს „სტერეო +“-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია და ამავე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი, დავით ზილფიმიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ისინი ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებულ კომპანიებს „სტერეო+“-ზე მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. „საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მივაპყროთ იმ ვითარებაზე, რომ შპს „სტერეო+“-ზე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებელ მულტიპლექს ოპერატორზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისების დარბევა, მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურის ქურდობა და საკომუნიკაციო ქსელებისა და ავეჯის დაზიანება. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით. 2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება. დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანზე და სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს მისთვის 266 000 ევროს დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის შპს „Chemexim International”-ის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს“ სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება. მიგვაჩნია, რომ შპს“ სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედია საშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედია სივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას. ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედია კომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის. ამ მასიური უსამართლობის პირობებში კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით. დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე, ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)