|
2018-03-20 15:40:28, 3717 ნახვა
საზოგადოება
„გვიშველეთ რამე, გვხოცავენ!“ - ქუვეითის აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ოჯახთან დაკავშირება მოახერხა, აცხადებს, რომ არაადამიანურად ეპყრობიან, სცემენ და მათ უფლებებს არღვევენ. "ექსპრესნიუსი" დაკავებულის დას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისი ძმა ქუვეითის აეროპორტში გუშინ დაუსაბუთებულად დააკავეს. მანვე დასძინა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს არანაირი დარღვევა მანამდე არ ჰქონიათ. "4 ახალგაზრდა არის ჩასული ქუვეითში ერთ-ერთ კუნძულზე. ჩემი ძმა არის სპორტსმენი, არაჩვეულებრივი ისტორიის მქონე ადამიანი, არანაირი პრობლემა მას არასდროს არ შექმნია. ის ქუვეითში ერთი კვირით დასასვებელად ჩავიდა. დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე უნდა ჩამოსულიყო თბილისში. როცა კონტაქტზე არ გამოვიდა რა თქმა უნდა რაღაც ვიეჭვეთ. ვეკონტაქტებოდი Viber-ში და მითხრა, რომ საზღვარზე აგვიყვანესო და შემოწმებაზე გადავყავართო. თვითონვე დამაწყნარა, საშიში არაფერია, ალბათ საბუთებს შეგვიმოწმებენო და წამოვალთო. გარკვეული დროის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოსულა. შემდეგ მომწერა და მითხრა, რომ არც თარჯიმანი მოჰყავთ ჩვენთან და არაფრად არ გვთვლიანო. ამ მიმოწერის შემდეგ რამდენიმე საათში ისევ დამეკონტაქტა და მითხრა, რომ უმოწყალოდ სცემენ - არ შემოდიან კონტაქტში და გვცემენო. რომ იცოდეთ ფიზიკურად რამხელაა, წარმოუდგენელია ჩემ ძმას ფიზიკურად მოერიო - ჩათვალეთ, რომ მთელი ქუვეითის პოლიცია ადგას ამ 4 კაცს თავზე და ურტყამენ უმოწყალოდ. მივდივარ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადგან მინდა რამე გავარკვიო. რაც მთავარია დაკავების მიზეზად არაფერი არ დაუსახელებიათ. გაჩხრიკეს და ვერაფერი ვერ აღმოუჩინეს, საბუთებიც და ისტორიაც სუფთა ჰქონდათ. ერთი კვირის წინაც იყო ჩასული და მაშინ მშვიდობიანად დაბრუნდა. დაკავების მიზეზი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ბოლოს მომწერა - გვიშველეთ რამე გვხოცავენო. თვითონ ფიზიკურად დიდია, მაგრამ ის ბიჭები არ არიან ისეთები რომ თავი დაიცვან. მგონი ერთ-ერთს ასთმაც სჭირს. მათ რომ რამე დაემართოთ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება", - განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში. „ექსპრესნიუსი“ დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)