|
2018-03-19 14:38:27, 1650 ნახვა
საზოგადოება
„სითი პარკი“ ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სათანადო რეაგირებას მოითხოვს
შპს „სი-თი პარკ“-ის გენერალური მენეჯერი, ბინიამინ ლაჰავი ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს. "როგორც მოგეხსენებათ ა/წლის 13 მარტს სატელევიზიო ეთერის მეშვეობით დედაქალაქის მერმა ბატონმა კახა კალაძემ გამოაცხადა ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება შპს „სი-თი პარკ“-თან 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და შემდგომში სატელევიზიო განცხადება გაკეთდა კომპანიის ყოველგვარი წინასწარი ინფორმირების გარეშე, მაშინ როდესაც კომპანიაში დასაქმებული ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ხელშემკვრელი მხარისათვის ცნობილი ხდებოდეს პირდაპირი ეთერების გზით, მერის ამ განცხადებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და დრამატულად იმოქმედა კომპანიის საქმიანობის პროცესზე. მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ყველაზე უარესი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყო ინვესტორის ხელშეკრულებითა და კანონით გარანტირებული უფლებები. გაცნობებთ, რომ შპს „სი-თი პარკს“ ორი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ და დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. მიუხედავად მერის განცხადებებისა, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში იდავებდა, არც კი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის მხოლოდ ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სი-თი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიამ უკვე დაწიყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კომპანიის მფლობელები ასევე ავრცელბენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და უცხოელ ინვესტორებს მისცემთ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას სამართლიან გარემოში. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, თქვენი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით", -ნათქვამია შპს „სი-თი პარკ“-ის გენერალური მენეჯერსი, ბინიამინ ლაჰავის განცხადებაში.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)