21:11 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 15:15:22, 1830 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც ქვეყანას ვთავაზობ

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დარწმუნებულია, განვითარების პროგრამა, რომელსაც ხალხს სთავაზობს სწორია. 


აღნიშნული განცხადება მან საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

პუტინს სჯერა, რომ  ხმების იმ პროცენტულ რაოდენობას მიიღებს,   რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების უფლებას მისცემს.

"დარწმუნებული ვარ, რომ  პროგრამა, რომელსაც ხალხს ვთავაზობ, სწორია",-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.


არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან”  პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი,  “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. ასევე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრეზიდენტის სავარძელს  კვლავ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics