|
2018-03-17 13:26:16, 925 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რესპირაციული ასოციაციის კონგრესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
28-30 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შევხდრა, რომელშიც მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ ასოცირებული პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წინასწარი მონაცემებით, კონგრესში 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. გამორჩეული იქნება უცხოელ მომხსენებელთა რაოდენობაც - 43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის 30 ქვეყნიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია. ორი დღის განმავლობაში პარალელურად მიმდინარე 20 სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება 85 პრეზენტაცია, მათგან 70%-მდე - მოწვეული უცხოელი სპიკერების მიერ. მათი თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფქოდ-ი, პედიატრია და ფილტვის იშვიათი დაავადებები, ქრონიკული ხვალა და სასუნთქი გზების არაინვაზიური დიაგნოსტიკა. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით. ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. კონგრესის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის ხელოვნების ცენტრში და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული კოლექტივები. კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქ.ბათუმის მერიასთან ერთად. კონგრესის დელეგატთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თხოვნით აჭარის რეგიონის ექიმებისთვის მთელი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მინიმალური სარეგისტრაციო გადასახადი. ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 სტუდენტი უფასოდ იქნება დარეგისტრირებული კონგრესზე.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)