|
2018-03-17 13:09:22, 1507 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობამ აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ დაიწყო
ისნის რაიონის გამგეობამ აქცია "გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირის N29დ კორპუსის მიმდებარედ გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამწვანების უახლესი სტანდარტების შესაბამისად, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო. ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სკვერის მოწყობა, სადაც სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. „ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ ყველა ეზოში შევალთ. ამ კორპუსის ეზოში არც ერთი მწვანე ნარგავი არ არსებობდა და მადლობელი ვარ მოსახლეობის, რადგან ეს მათი სურვილით და მონდომებით კეთდება. ახლა მთავარია, რომ ნარგავების მოვლაზე ყველამ იზრუნოს. ჩვენ გავამწვანებთ, ხოლო შემდგომ მოვლა-პატრონობას ამხანაგობა უზრუნველყოფს. ეს იქნება მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქციები სხვა უბნებშიც გაიმართოს. „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს მსგავსი აქციები. როგორც ხედავთ ადგილზე დაირგო საკმაოდ დიდი ზომის ცაცხვები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან კარგი აქციაა და იმედი გვაქვს მას სხვა უბნებიც შეუერთდებიან“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა. აქციის "გაამწვანე შენი უბანი" მიზანია, ისნის რაიონში დასახლებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ამ მიმართულებით ისნის რაიონის გამგეობა არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)