|
2018-03-17 13:00:39, 719 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ამერიკული ხომალდის „OAK HILL“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
ბათუმის პორტში ამერიკული გემის დახვედრის ცერემონიის შემდეგ, აშშ-ს მე-6 ფლოტის ხომალდის "Oak Hill"-ის კაპიტანი ფილიპ ნაითი და ხომალდის ხელმძღვანელი პირები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ. სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. ზურაბ პატარაძემ ამერიკელ სამხედროებს აჭარის მზარდ ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა და რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტებისა და საერთაშორისო დონის ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მისი თქმით, ნატოს ეგიდით სამხედრო ხომალდების რეგულარული საპორტო ვიზიტები არის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მიმართ. „მინდა პირველ რიგში მადლობა მოგახსენოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი საპორტო ვიზიტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო ძალების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასეს და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ხომალდის "Oak Hill"-ის მეთაური ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი წარმომადგენლების ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. Oak Hill საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 მარტს დატოვებს.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)