21:12 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 13:55:50, 1688 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს

"ქართული ოცნება" დათანხმდა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები",-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

კაპანაძის თქმით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. 

,,ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას, რომელიც შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შეაფასებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააწესებს სხვა ტიპის შეზღუდვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს მათშორის მკვლელობებს. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics