|
2018-03-16 18:30:07, 3193 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა - დაშავდა 10 ადამიანი (ვიდეო)
გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი მუშაობდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაშავებული მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. მანვე აღნიშნა, რომ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება. მოგვიანებით, 7 მოქალაქის თბილისში გადმოყვანა გადაწყდა. თავდაპირველად ვერტმფრენით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში უკრაინის ერთი მოქალაქე გადმოიყვანეს. კიდევ 6 ტურისტის გადმოყვანა რეანომობილებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღევას გულისხმობს. ცნობისთვის, საბაგიროს, რომელიც გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ინსპექტირება 2017 წლის 22 დეკემბერს კომპანია "CA International"-მა ჩაუტარა. კომპანიის დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, საბაგირო იდეალურ მდგომაროებაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება სს „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის საკურორტო ზონაში, ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა.
updated at 18:00 pm
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)