|
2018-03-15 17:31:47, 2213 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 21%-ით გაიზარდა
2018 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 113.9 მლნ აშშ დოლარი, 280.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით (19.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა. 2018 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.0 მლნ აშშ დოლარი (44.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (38.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)