|
2018-03-15 13:43:40, 1807 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საკომუნიკაციო ქსელისა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ დიღომში, სადაც 1,8-კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოასფალტება. აქ გზაზე არსებული მდგომარეობა სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში. არსებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტი ზაფხულის დასაწყისში დასრულდება. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბურად დაიწყება. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, ყველა უბანში ვაპირებთ არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას“-განაცხადა თბილისის მერმა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ, ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება. პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 828,037,36 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)