|
2018-03-15 10:52:30, 1937 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის
"არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია - რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ს კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის გამხდარიყო დამოუკიდებელი - ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას. კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება და პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)