|
2018-03-15 10:50:46, 1589 ნახვა
საზოგადოება
მარტივი იპოთეკური სესხი - „ლიბერთი ბანკმა“ ახალი იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყო
დღეიდან, ლიბერთი ბანკის კლიენტებს შეეძლებათ მარტივი და შეღავათიანი პირობებით იპოთეკური სესხის აღება ნებისმიერი სახის უძრავი ქონებისშესაძენად, ასაშენებლად ან გასარემონტებლად. მარტივი იპოთეკური სესხი გაიცემა ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. სესხი არ ითვალისწინებს გაცემის, მომსახურების და წინსწრებითდაფარვის საკომისიოებს - მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ პროცენტს, რომელიც ამავე დროს იქნება ფიქსირებული სესხის მოქმედების მთელი ვადისგანმავლობაში. მარტივი იპოთეკური სესხის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მზად არის გაითვალისწინოს უძრავი ქონების გარდა, სხვა მიზნობრიობაც. მაგალითადავეჯის, საოჯახო ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა. მარტივ იპოთეკურ სესხთან ერთად, მსესხებელს შეეძლება 5 000 ლარამდე ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათის მიღება. ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის დირექტორი, არმენ მატევოსიანი: ,,მე პირადად და მთელს ჩვენს გუნდს, გულწრფელად გვიხარია, რომ ბანკში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მოგვეცაშესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ განახლებული, ნამდვილად შეღავათიანი და რაც მთავარია მარტივი პირობების მქონე იპოთეკური სესხი. იმედია, ეს სათანადოდ იქნება შეფასებული ჩვენი კლიენტების მხრიდან და დაეხმარება მათ თავიანთი საოცნებო სახლის შეძენაში ან არსებულიპოთეკურ სესხზე პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ თითოეულმა კლიენტმა სესხის კარგ პირობებთან ერთად, მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი მომსახურება მიიღოს".
(R)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)