|
2018-03-14 15:11:31, 722 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ირანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში. გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში. მხრეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც მნიშვნლოვნად შეუწყო ხელი უვიზო მიმოსვლის შემოღებამ. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აჰმად ალირეზაბეგს და დელეგაციის წევრებს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყამავშაჰიდი, ირანის გენერალური კონსული ჰოსეინ მაშჰადი და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი რუბენ მორგოშია. დღესვე, დელეგაციის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)