|
2018-03-13 15:52:22, 2255 ნახვა
ეკონომიკა
2018 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 34.38%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ორი თვის განმავლობაში,საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: • 2018 წლის 2 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54%-ით (118 231 მგზავრით) მეტია, ვიდრე2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (314 971 მგზავრი); • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 6.69%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 48 890 მგზავრი - 3 064 მგზავრით მეტი ვიდრე 2017წლის პირველი ორი თვის განმავლობაში. • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 18 129 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 67.06%-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე; 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემები ასეგამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 2 652, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 2 395, ხოლო ჩარტერების 257. წინა წლისანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 21.54%-ს შეადგენს. 8.63%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 19 727,ხოლო წელს, ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 21 430 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)