20:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 20:26:53, 2078 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ლომია: რუსეთს ვერ ვესაუბრებით ულტიმატუმის ფორმით

 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარლმანეტში შემუშავებული რეზოლუციის არც ერთ ვერსიას არ ემხრობა.

როგორც  პარტიის წევრი გიორგი ლომია აცხადებს, რუსეთთან ულტიმატუმის ენით საუაბრი შედეგის მომტანი არ იქნება:

„რუსეთს ვერ ვესაუბრებით ულტიმატუმის ფორმით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციები, ყვირილი, რომ თქვენ ხართ ოკუპანტები, მემგონი დადებითის არაფრის მომცემია, მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ისრაელის მაგალითს, როდესაც ისრაელის მოქალაქეებს იტაცებდნენ და კლავდნენ, დღეს ვერავინ გაბედავს ისრაელის მოქალაქეს მსგავსად მოექცეს“,-აღნიშნა გიორგი ლომიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ორი რეზოლუცია მომზადდა. ერთი საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო მეორე-უმრავლესობის. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად  ერთიანი რეზოლუცია გავიდეს.  თუმცა, „ევროპული საქართველოსთვის“ პრინციპული საკითხია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და სანქციების შემოღება.საკუთარი ვერსიაა აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.საბოლოო ტექსტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც სესიაზე გატანამდე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics