03:08 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 01:14:13, 1805 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა სარფის საბაჟოზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სარფის სასაზღვრო პუნქტზე მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებებით მიმდინარეობდა.

მათი ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის დროულად დარეგულირების საქმეში შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული არიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან, მეორე მხრივ, თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან. 

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით. შექმნილი სიტუაცია გამოიწვია თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - „სარფი“ საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვამ. ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics