18:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 16:23:49, 2248 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ეს არის პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება არ მოხდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საფრთხე ამ ეტაპზე არც არსებობს, თუმცა მოუწოდებს თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს,  პასუხისმგებლობა გამოიჩინონ:

„ცხადია, შეიქმნა ცოტა რთული ვითარება იმიტომ,რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე წავიდა და ძალიან ბევრმა მოითხოვა ერთდროულად თავშესაფარი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს არის პიკი, რომელიც აუცილებლად გადაივლის, მეორე მხრივ, ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ შეჩერება არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ მოხდება, უბრალოდ, იყო გარკვეული პიკი, რომელიც აუცილებალდ გადაივლის და თითოეულ ჩვენს მოქალაქესაც მოვუწოდებ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და თავის შანსებსაც,რადგან არანაირი შანსი, რომ მიიღონ თავშესაფარი არ აქვთ და ამით უფუჭებენ საქმეს არა მხოლოდ სხვა მოქალაქეებს,არამედ თავის თავსაც“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics