03:08 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 15:19:34, 1872 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ ვიცე-პრეზიდენტები მარიამ რასტი და მარიამ დვალიშვილი თბილისში მდებარე აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. აქცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავას დედას შეხვდნენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირის დედას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

გუშინვე ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics