04:24 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 17:31:44, 2694 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: ამერიკული მხარე კომერციული ატაშეს რეფორმის განხორციელებაში დაგვეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, როგორ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების, აგრეთვე ენერგეტიკის და სხვა სექტორებში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზაობა, მხარი დაუჭიროს იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის, საპენსიო და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებზე. ასევე საუბარი წარიმართა კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე, რომლის ამოქმედებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. „ჩვენ მივიღეთ დაპირება ამერიკული მხარისგან, რომ მაქსიმალურად მხარს დაგვიჭერს ამ რეფორმის წარმატებულად გატარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებაზე ინოვაციებისა და სტარტაპების ნაწილში. „ამ კუთხით, ჩვენ ისინი ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ეს მხარდაჭერა უფრო მეტად გაძლიერდება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რეფორმები, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო მისიების გაგრძელებაზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან წარმატებით ხორციელდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics