|
2018-03-07 12:15:42, 2031 ნახვა
ეკონომიკა
იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული ღვინის კომპანიები, კვების პროდუქტებისა და სასმელების 43-ე საერთაშორისო გამოფენაში ,,FOODEX JAPAN 2018" მონაწილეობენ, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 6-9 მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაზე 10 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი - "მეღვინეობა ვაზიანი", "მარანული", "დუგლაძეების ღვინის კომპანია", "შატო ნეკრესი", შპს "ქინძმარაული", "სარაჯიშვილი", შპს "ალავერდი", "ქიმერიონი", "მოსმიერი" და "ჩელთი". გამოფენის ოფიციალურ გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. სემინარს ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი სატორუ მორი. პრეზენტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი" მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას. როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინის სტილებით და განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით. „იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იაპონიაში ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 213%-ითა გაიზრადა (44 292 ბოთლი) „FOODEX JAPAN" 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე 80 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)