|
2018-03-07 12:08:01, 637 ნახვა
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძემ რეგიონებში სასწრაფოს მუშაობის ანგარიში წარადგინა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მან რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები გამოჰყო. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად - ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი, 220 სპეცმანქანით განახლდა. ამ ცვლილებისა და ეკიპაჟების ოპტიმიზაციის შედეგად კი, გამოძახებებზე რეაგირების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამოძახებათა 68%-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე 15 წუთზე ნაკლებ დროში მიდის. მანვე ყურადღება პერსონალისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა. ავთანდილ თალაკვაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია პერსონალის შრომითი ანაზღაურება, სამუშაო პირობები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მათი ანაზღაურება კიდევ გაიზარდოს. ამასთანავე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, სასწრაფოს რაიონული ცენტრებისთვის 40 ახალი ნაგებობა აშენდება. ამათგან 17 ცენტრის სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ამავე წლის მაისში დასრულდება. ავთანდილ თალაკვაძემ მოხსენების დასკვნით ნაწილში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს მადლობა გადაუხადა. „მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. ადამიანებს, ვინც უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. თქვენ მუდმივად ხართ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე და ამ თავდადებისთვის გიხდით გულითად მადლობას!“, - აღნიშნა მან. რეგიონებში სასწრაფო დახმარების სისტემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმაც შეაფასა. გენერალური აუდიტორის მოადგილის, დავით გოგიჩაიშვილის განმარტებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება გაუმჯობესებული, ხოლო უწყების მიერ ცენტრის მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაცია - შესრულებულია. მონაცემების პრეზენტაცია ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივ შეხვედრაზე შედგა. განხილვის პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ტორუა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)