|
2015-05-18 09:38:44, 332 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა
18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი მეუღლესთან ერთად ეწვევა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ავსტრიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. "ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში. გარდა ამისა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესწრეების დაახლოებას",- განაცხადა ფხალაძემ. მისივე ინფორმაციით, 18 მაისს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ და შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერი მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავს. 19 მაისს ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)