|
2018-03-06 16:07:31, 1920 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ შერწყმა განხორციელდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამის შემდეგ „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ ჩამოყალიბდა. "ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთეობის ცენტრი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი 7 000 ლარით გაიზარდა და დღეს 12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)