|
2018-03-06 12:26:05, 1772 ნახვა
ეკონომიკა
იმერეთში სპეციალური აგროზონა შეიქმნება
იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს. „პროექტის მიზანია იმ მოცულობის განვითარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ სტანდარტიზებული, უნიფიცირებული ხარისხის მქონე ქართული პროდუქცია გავიტანოთ მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის და სხვა ბაზრები. ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთი იმერეთში, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - აღმოსავლეთში, რუსთავთან ახლოს აშენდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმერეთის აგაროზონის და ლოგისტიკური ცენტრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეგიონის განვითარებას და ეს იქნება, როგორც მეწარმეების წახალისებისთვის, ასევე ადგილზე სოციალური სურათის მნიშვნელოვანი შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი. „ეს პროექტი ასევე მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეალურად მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, საჭიროა უბრალოდ დიდი რაოდენობით და მაღალი, უნიფიცირებული სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. დღეს არსებული კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს და როგორც მოცულობის, ისე ხარისხის კუთხით დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, იმ რაოდენობით და იმ ხარისხით იყოს წარმოებული, რა რაოდენობა და ხარისხიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც სერიოზული პერსპექტივა ექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)