01:32 - 04 Oct, 2026
|
2018-03-05 20:15:34, 1817 ნახვა
საზოგადოება
მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ 100 წლის მხატვარს იუბილე მიულოცა
თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მხატვარ ეთერ ყიფიანს 100 წლის იუბილე მიულოცეს. იუბილარი ქალბატონს თბილისის მერიის ხანდაზმულთა პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა. „როგორც იცით, თბილისის მერია ყველა ასი წლის და ას წელზე ზევით ასაკის მოქალაქეს ყოველწლიურად ურიცხავს 1000 ლარს. ვცდილობთ, რომ ჩვენს უხუცეს და ძვირფას ადამიანებს პირადად შევხვდეთ და მივულოცოთ”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ეთერ ყიფიანს 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. მას შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული ტილო და დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)