|
2018-03-04 11:32:28, 1858 ნახვა
საზოგადოება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტები კახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. არჩილ ბუკიამ და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან; კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება სარწყავ სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულდა სამთაწყაროს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, ხოლო აშენდა და მოეწყო ფიროსმანის ახალი სატუმბი სადგური. „საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 3 363 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 5 945 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობა იქნება 3 000 ჰექტარი. ბოლო 5 წლის განმავლობაში კახეთში გაიწმინდა და მოწესრიგდა 1160 კმ სამელიორაციო არხი, შეკეთდა 8 სათავე , 1 სატუმბი სადგური, 2 057 სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)