00:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 14:05:49, 1748 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარ ქალებს დედის დღე მიულოცა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, თავშესაფრის ბენეფიციარებმა მას რამდენიმე პროექტის განხორციელებას სთხოვეს.

“მინდა ყველა დედას მივულოცო. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თავშესაფარში მყოფებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს. ქალბატონებს სურთ პატარა მაღაზიის მოწყობა, ხოლო მამაკაცებს სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. ამას აუცილებლად გავაკეთებთ.  სხვა მხრივ, აქ პირობები ნამდვილად ძალიან კარგია”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად თავშესაფარში 117 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ემსახურება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics