04:12 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 11:34:52, 2399 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში დაიწყო

მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შემუშავებული  საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში დაიწყო. 

პირველი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეული მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით. გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება.

მცირე ბიზნესი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. 

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.  საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. 

მარნეულში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე და  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics