00:13 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:04:26, 1767 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტო GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევას იწყებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იწყებს კანდიდატების შერჩევას GMP ინსპექტორის პოზიციაზე. ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე- WWW.JOBS.GE.  ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კვალიფიკაციაც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს შეუძლია მომართოს განცხადებებით და თანდართული დოკუმენტებით არაუგვიანეს 10 მარტისა.

კონკურსის შესახებ განცხადება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქიამ გააკეთა.  მისი თქმით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გახდენენ ქვეყანაში წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების პროცესის უშუალო მონაწილენი და ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ასევე პირადი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის.

რეგულირების სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომელიც გაივლის სპეციალურ მომზადებას საზღვარგარეთ, მომზადება სამ ეტაპიანია და თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ასევე წერილობითი გამოცდის ჩაბარებას, მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

GMP-ისნაციონალურიინსპექტორატისჩამოყალიბებაარის ნაწილი უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელიც მიმართულია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერებისაკენ.  ქვეყანაში ინერგება კარგი საწარმოო პრაქტიკის  - GMP –ის, ასევე  GDP-ის  სტანდარტები.

სტანდარტის დანერგვის სტრატეგია შემოთავაზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის-ს მიერ.

„უნდა აღინიშნოს, რომ კადრების მომზადება საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო, შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები სააგენტოს წინაშე, ასევე გათვალისწინებულია ამ კადრების კვალიფიკაციის შესაბამისი ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც ქმნის საკმარის საფუძველს, რომ არ მოხდეს მათი კერძო სექტორში გადაბირება.

ინსპექტორებად მოღვაწეობის პროცესში, მათი კვალიფიკაციის შენარჩუნების და ამაღლების მიზნით, ასევე გათვალისწინებული იქნება, უწყვეტი გადამზადების პროცესი, ხოლო მათი უშუალო საქმიანობის სფერო უზრუნველყოფს არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტს - გამცდილების შეძენას, რაც ზოგადად დასაქმების ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნას შექმნის მსგავს კადრებზე, და მათი კერძო სექტორში გადინების პრევენცია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მოტივირებით“,-აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics