|
2018-03-02 13:09:30, 1609 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
„საქართველოში ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს. „პროექტის ფარგლებში, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს როგორც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, კანონმდებლობის შექმნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დაგვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ნაწილშიც, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „მოხარული ვარ, რომ მემორანდუმის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, მივესალმები ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას და მასში ჩვენს ჩართულობას, რაც მხარდაჭერაა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)