|
2018-03-01 15:45:58, 1546 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგებლის ინიციატივით, ჰოლბრუკის N6-ში უკანონოდ მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ჰოლბრუკის ქუჩა N6-ში უკანონოდ შეჭრილ მოსახლეობას, რომელთაც კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის აბონენტად რეგისტრაცია მოსთხოვა, შესაბამის პროცედურებზე უარის თქმის მიზეზით, ამავე კომპანიამ დენის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა დახმარებისთვის ისნის რაიონის გამგეობას მიმართეს, რისთვისაც მათ ისნის რაიონის გამგებელი „თელასის“ წარმომადგენელთან ერთად შეხვდა. შეთანხმების საფუძველზე, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს აღუდგა, იმ პირობით, რომ ისინი აბონირებისთვის ყველა საჭირო პროცედურას გაივლიდნენ. ისნის რაიონის გამგეობამ, მხარეებს შორის შუამავლობა იკისრა და დღეს, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, აღნიშნულ კომპანიასა და მოსახლეებთან შეხვედრა გაიმართა, რათა 14 დღის ვადა, რომელიც მოსახლეობას „თელასმა“ აბონენტად დარეგისტრირებისთვის განუსაზღვრა, დროულად შესრულდეს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე კვლავ არ დარჩეს. შეხვედრაზე, გამრიცხველიანებისთვის ელექტროგაყვანილობის პროექტი განიხილეს და აბონირების პროცესის დასაჩქარებლად, მოლაპარაკება შედგა. (NS)
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)