23:36 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 12:04:51, 1720 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 3 ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ მოაწერეს.

პოლონეთის პარალელურად, დროებითი, ცირკულარული მიგრაციის განხორციელების მიზნით, მოლაპარაკებები ევროკავშირის კიდევ 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს. თანამშრომლობის განვითარების  შედეგად  საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა; შესაბამისად, შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან  დაკავშირებული რისკები. ხელი შეეწყობა შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, საქართველოსა და მიმღებ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას; შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. სამშობლოში დაბრუნებისას, უკეთესი შემოსავლების მიღების მიზნით, უცხოეთში  მიღებული პროფესიული ცოდნისა და ორგანიზაციული უნარების გამოყენებას უკეთ შეძლებენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და  „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობას შეამცირებს.

ამჟამად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მიზანია,  განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში, საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისათვის.   

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics