|
2018-02-28 16:21:59, 1384 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს მიმართა
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო . ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის თემა „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი მოქალაქეთა ჩართულობის პროცესში"ოყო. თეა წულუკიანმა კონფერენციას მონაწილეებს მიმართა. იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში საარჩევნო სიების სრულყოფის პროცესსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩეველთა მაქსიმალურად სრულყოფილი სიის გადასაცემად იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან მუშაობს მონაცემთა ბაზებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ საქმიანობის შედეგად დღეისათვის მოქალაქეთა ერთიან ბაზაში, რაც საარჩევნო სიის ძირითადი წყაროა, 3.496.461 პირის მონაცემებია. მათგან 2 675 125 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაცემები უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ 778.207 მონაცემი იყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან 1 373 965 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 1 183 101 პირადობის მოწმობა). თეა წულუკიანმა თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოს „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტის" შედეგია ის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 2017 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა საარჩევნო სიების სანდოობას. კერძოდ, მასში ნათქვამია: „ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევის შედეგად შეძლო, გაეუმჯობესებინა საარჩევნო სიების ხარისხი. მთლიანობაში დაინტერესებულ მხარეებს აქვთ ნდობა საარჩევნო სიების საიმედოობასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზე". იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ტენდენციაზეც ისაუბრა, რასაც, 2013 წლიდან მოყოლებული, შეუქცევადი ხასიათი აქვს. ამას ადასტურებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მონაცემები. კერძოდ, 2014 წელს კომისიის საქმიანობისას (რომელიც მოიცავდა 3-თვიან პერიოდს) შემოვიდა 151 განცხადება, 2016 წელს (რომელიც მოიცავდა 5-თვიან პერიოდს)− 113 განცხადება, ხოლო 2017 წელს − 88 განცხადება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეინიშნება კანონდარღვევების რაოდენობის მკვეთრი შემცირების ტენდენცია − 2014 და 2017 წლების მონაცემებს შორის 42%-იანი კლებაა. 56%-იანი კლებაა იმ საქმეებთან დაკავშირებითაც, რომლებზე გამოძიების დაწყება გახდა საჭირო (2016 წ. − 111 საქმე; 2017 წ. − 48 საქმე). მნიშვნელოვანი კლებაა კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების რაოდენობაშიც. 2014 წელს კომისიამ 20 რეკომენდაცია გამოსცა; 2016-სა და 2017-ში, შესაბამისად, 7 და 8. საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ჯერომ ლერომ. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)