|
2018-02-28 12:25:39, 905 ნახვა
რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის თემაზე არხილოსკალოსა და არბოშიკის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოსა და არბოშიკში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ადგილობრივ მოსახლეობას საპილოტო პროექტის მიზნები, ღონისძიებები და პროცედურები გააცნო და მოისმინა მათი რეკომენდაციები პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად. საპილოტო პროექტი არხილოსკალოს საპილოტო არეალზე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და საველე-ტექნიკური სამუშაოები თვენახევარში დასრულდა. ჯამში, აზომილია 1915 მიწის ნაკვეთი, რომელთანაც 985 წარდგენილია საჯაროდ გასაცნობად. დაწყებულია სარეგისტრაციო პროცედურები. მუნიციპალიტეტის მეორე სოფელ არბოშიკში სამუშაოები 2018 წლის 15 იანვრიდან მიმდინარეობს. უკვე აზომილია 1900-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საველე-ტექნიკური სამუშაოები მარტში დასრულდება, რომლის პარალელურად განხორციელდება რეგისტრაციები. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და მისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება,საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. (NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)