|
2018-02-25 13:51:37, 797 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაიამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „1921 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდები ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. საქართველოს დღესაც ოკუპაციის პირობებში უწევს ყოფნა, მისი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ გმირების თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს და მომავალ თაობებს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე,“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. (NS)
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)