|
2018-02-24 16:04:17, 887 ნახვა
რეგიონი
ახალგორის გამგებელი: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, დღეს გადასცემენ
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ დღეს გადასცემენ. ახალგორის გამგებელმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა. "გუშინდელი შეთანხმების მიხედვით, ცხედარი ოჯახს სავარაუდოდ დღეს უნდა გადმოეცეს. თუ რამე სიახლე იქნება ჩვენ ეს გვეცოდინება და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები და ელჩები ვინც არიან ამ პროცესში ჩართული, ხელახლა ჩაერთვებიან. ოსურმა მხარემ მათ მისცა პირობა, რომ დღეს ქართულ მხარს გადასცემენ ცხედარს. ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს იმ გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის წართმეული. მინდა განვაცხადო, რომ ეს სისხლი, რომელიც დაიღვარა, თავიდან ბოლომდე ამის პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებავ არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც ეკუთნოდა მცხეთა-მთიანეთს“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა. ცნობისთვის, 22 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)