|
2018-02-23 19:18:27, 882 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“-ის გახსნას დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“ - ის გახსნის ღონისძიებას დესწრო. ფორუმი „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ძირითადი მიზანი იყო კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება და დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა. სტუმრებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანებმა გააცნეს, ხოლო პროფესიული მომზადების ცენტრის საქმიანობასა და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და 3 დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი“იკაროსი“, შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „GEOFIBRE“) თანამშრომლოვის მემორანდუმები გაფორმდა. საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან. ფორუმის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსსა” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ასევე ,საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიის, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა მკვეთრად დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სურვილი გამოთქვეს უფრო მჭიდროდ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.
(NS)
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)