|
2018-02-23 18:34:21, 679 ნახვა
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის დელეგაციამ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ სიტყით გამოსვლისას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობაზე, უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე, ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა. ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყველაზე მასშტაბური ტურისტული ღონისძიებაა ქვემო სილეზიაში. გამოფენა პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან ყოველწლიური სახე მიიღო. გამოფენის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა. მედიის დაინტერესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით საკმაოდ მაღალია. ინტერესის სფერო ტურიზმის გარდა ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალია. აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი - ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ პოლონურ მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)