|
2018-02-22 17:26:37, 2262 ნახვა
ეკონომიკა
Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი: საქართველოში ჩვენს ბიზნესს წლიდან წლამდე ვზრდით
„ვიმედოვნებთ, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოში“, - ამის შესახებ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, Nike Ema-ს რეგიონალურმა დირექტორმა კანერ სოიტასმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე ხუთ წელზე მეტია Nike Ema საქართველოში მუშაობს და წლიდან წლამდე ზრდის ბიზნესს. „ ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ უკვე ხუთი წელზე მეტია ვმუშაობთ საქართველოში. თავდაპირველად, ჩვენ მცირე წარმოებით დავიწყეთ, თუმცა წლიდან წლამდე ვზრდით ჩვენს ბიზნესს „აჭარა ტექსტილთან“ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „აჭარა ტექსტილს“ და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენს ქვეყანაში“, - განაცხა კანერ სოიტასმა. ფოთში დღეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი თანამედროვე საწარმო გაიხსნა, სადაც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. ახალი საწარმოს გახსხნის შედეგად კომპანია პროდუქციას მიაწვდის New Balance-სა და Under Armour-ს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათავო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)