17:55 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 09:11:28, 1690 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ვიცე-პრემიერს, მეჰმეტ შიმშეკს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პროცესებისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მის ძირითად სავაჭრო პარტნიორების, მით უფრო თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ორი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მეჰმეტ შიმშეკმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებული ფისკალური პროცესებისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ასამოქმედებლად საჭირო ოფიციალური პროცედურების თურქეთის მხრიდან დროული დასრულების აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თურქეთში ვიზიტისას გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვან შედეგებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა თურქეთის ბაზარზე გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქცია კვოტების ფარგლებში და გაუქმებული ტარიფებით შევიდეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნეს წრეების დაახლოებასა და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის განვითარებას. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics