17:57 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 15:34:26, 1617 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ღუდუშაურის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც 20 მ სიგრძისა და ექვსი მ სიმაღლის კედელი შენდება.  

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ღუდუშაურის ქ. N27-29-ში არსებული ძველი კედელი გასულ წელს ჩამოინგრა და ახლის მშენებლობა აუცილებელი გახდა. რელიეფიდან გამომდინარე, ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევს. ძველი კედლის ჩამონგრევის დროს ერთ მოსახლეს სახლის სახურავი დაუზიანდა, რომლის რეაბილიტაციაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ღუდუშაურის ქუჩაზე კედლის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ბეტონის ჩასხმა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 167 077 ლარია.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics