17:57 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 17:06:40, 1919 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო: მიუტევებელი წყენა აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის მადლის შემოსვლას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუტევებელი წყენა სულს აზიანებს:

„მიუტევებელი წყენა, რომელიც შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი.ის,  რომ გაქვს ჩარჩენილი გულში, ნაწყენი რომ ხარ, ვერ პატიობ, არ პატიობ, აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს.როგორც ურდული რომ ადევს კარებს, ურდული ხომ კეტავს კარებს, ასე ეს წყენა მიუტევებელი  კეტავს გულის კარს და აღარ უშვებს სული წმინდის მადლს. როდესაც სულიწმინდის მადლი არ შემოდის, ცოდვებიც არ გვეპატიება, ანუ ვერ განვიწმინდებით  ჩვენ ცოდვებისგან, რადგან ცოდვებისგან გასწმენდს მხოლოდ ადამიანს სულიწმინდის მადლი“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს  შენდობის დღეა, დღე,  როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებულია. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება.

საეკლესიო სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. სწორედ ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს დედა ეკლესია გვასენებს, თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი.მარადიული ნეტარება,სამოთხე.ცოდვა, რომელმაც ადამიანი ღვთის წინააღმდეგ განაწყო არის ამპარტავნება.რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics