|
2018-02-18 12:08:01, 1647 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“, - ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. როგორც ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი, ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდა. „გერმანია ბევრს გააკეთებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით გერმანიამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)