|
2018-02-16 19:36:03, 1623 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award იწყებს
Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award იწყებს. პროგრამის გახსნითი ღონისძიება დღეს „ფაბრიკაში“ გაიმართა. Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს. Social Impact Award-ის პარტნიორია საქართველოს ბანკი. აღნიშნული თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება. „საქართველოს ბანკი Social Impact Award-ის მხარდამჭერია უკვე მეორე წელია, დაწყების დღიდან ამ პროექტს მხარში ვუდგავართ, რადგანაც Social Impact Award ეხმარება სოციალურ მეწარმეებს, ხოლო ჩვენ სტრატეგიულად უკვე ვეხმარებით მათ. 2 წლის განმავლობაში დავაფინანსეთ 10-ზე მეტი სოციალური სტარტაპი. საერთო ჯამში, 500 000 ლარზე მეტი ჩაიდო მათ განვითარებაში.მიგვაჩნია, რომ სოციალური მეწარმეობა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან ის ხელს შეუწყობს, როგორც სოციალური აქტივობების გაძლიერებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა ბორის კიკნაძემ. 2018 წელს პროგრამა ფართოვდება, ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი). გარდა ამისა, Impact Hub Tbilisi -მა მოიპოვა სიას საერთაშორისო სამიტის მასპინძლობის ლიცენზია, რომელიც გაიმართება 2018 წლის ნოემბერში. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეყნის გამარჯვებული გუნდი, რაც ნიშნავს 200-მდე ახალგაზრდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით“,-აღნიშნა Impact Hub Tbilisi -ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ. Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. გასულ წელს ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. საბოლოოდ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურ სოციალურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
®
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)